ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, ოქროს ბურთი, ლამინ იამალი
Aa
Aa

Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | სამეულში არც ერთი ფრანგი აღარ დარჩა

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალის შემდეგ „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მეათე პოზიციაზეა.

„როდესაც მოედანზე გადის, ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების მოხიბვლას ყოველთვის ახერხებს. ქართველი ჯადოქარი 1-1-ზე თამაშის ნამდვილი ოსტატია და მეტოქე გუნდების განაპირა მცველებს შიშის ზარს სცემს.

თუმცა, ის მხოლოდ საოცარი დრიბლიორი არ არის. კვარაცხელიას უკვე 25-ზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

სამწუხაროდ, ხვიჩას ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ, რამაც შესაძლოა მისი შანსები საგრძნობლად შეამციროს“, — წერს ბრიტანული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ საუკეთესო სამეულში არც ერთი ფრანგი ფეხბურთელი აღარ დარჩა. რეიტინგის სათავეში ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინია, მეორეზე არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი, მესამეზე კი ესპანელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი.

რეიტინგს სრულად ამ ბმულზე გაეცნობით, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ჰარი კეინი, ლიონელ მესი, ლამინ იამალი, უსმან დემბელე, ჯუდ ბელინგემი, კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, დეკლან რაისი, ერლინგ ჰოლანდი და ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა