ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა ფავორიტებში
გავლენიანმა სპორტულმა პორტალმა, Goal.com-მა ოქროს ბურთის ფავორიტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ჯილდოს მოგების კანდიდატები განიხილა.
გამოცემის ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს, ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი კი ინგლისის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელი, ჰარი კეინია.
რას წერს Goal.com-ი ხვიჩაზე:
„თუკი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშეს დავასახელებდით, ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგებოდა. პსჟ-ის გარემარბი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ შვიდ პლეი-ოფის მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ შედეგში შედის რამდენიმე ბრწყინვალე გოლიც, როცა მოქმედი ჩემპიონები მორიგი ევროპული ტრიუმფისკენ მიიკვლევდნენ გზას.
თუმცა, კვარაცხელიას მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენებ ფორმას ასეთივე სიმაღლეებისთვის არ მიუღწევია. ამასთან, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა ერთგვარ ზღვარს უწესებს იმას, თუ რა პოზიციის დაკავება შეეძლება „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში. მიუხედავად ამისა, კაცისთვის, რომელსაც „კვარადონას“ ეძახიან, საუკეთესო სამეულში მოსახვედრი გზა ჯერ კიდევ ღიაა და ამისთვის მას იმაზე მეტის გაკეთება, რაც უკვე გააკეთა, უბრალოდ აღარ შეეძლო.“
Goal.com-ის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ჰარი კეინი
- მაიკლ ოლისე
- კილიან მბაპე
- უსმან დემბელე
- ლიონელ მესი
- ერლინგ ჰოლანდი
- ლამინ იამალი
- ხვიჩა კვარაცხელია
- დეკლან რაისი
- ლუის დიასი
- აშრაფ ჰაკიმი
- ვიტინია
- ვინისიუს ჟუნიორი
- მიკელ ოიარსაბალი
- გაბრიელ მაგალაეში
- ლაუტარო მარტინესი
- ბრუნო ფერნანდეში
- ბუკაიო საკა
- ჯუდ ბელინგემი
- ისმაელ საიბარი