თემურ ქეცბაია
Aa
Aa

შედეგით კმაყოფილი ვარ | ქეცბაია მონდორფთან გამარჯვების შემდეგ

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული მონდორფი შინ დინამო თბილისთან 1:2 დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მატჩი შეაფასა: „რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ ეტაპზე და ამ თამაშში მოგვეგო. პირველი მატჩის გამართვა ადვილი არავისთანაა. მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, სიცხე... მინდორიც არ იყო ისეთი, რომ სანახაობრივი და კარგი ფეხბურთი გეთამაშა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველ ტაიმში მატჩის დაწყებიდან მალევე ორი გოლი გავიტანეთ და ნუ ამ შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ. შესაძლოა, თამაშის ხარისხით იმდენად არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაში მოგვეგო და ჩვენ ეს სტუმრად მოვახერხეთ. ერთ კვირაში თბილისშია თამაში და იმედია, რომ ამ თამაშს ბოლომდე მივიყვანთ.“

რაც შეეხება გატანილ გოლებს, მეორე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებით ბამ თავური დარტყმით დინამო დააწინაურა. მე-19 წუთზე ნინუამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა. 71-ე წუთზე მონდორფმა ანგარიში შეამცირა, 24 წლის ფრანგმა შემტევმა ჰატიმ ფარმა ლორიას გაუტანა.

საპასუხო მატჩი 16 ივლისს თბილისში გაიმართება. თუ დინამო პირველ ბარიერს დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს პეტროვაცსა და ლიეტუვის ჟალგირისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები