ბრინჯაო ახალი ფორმატის ტურნირზე - ვეტერანი კალათბურთელების წარმატება
Aa
Aa

ბრინჯაო ახალი ფორმატის ტურნირზე - ვეტერანი კალათბურთელების წარმატება

მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს, ფიბას ეგიდით პირველად ჩატარებულ ტურნირზე, რომელსაც FIBA MASTERS-ის სახელწოდება აქვს, საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრებმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველებმა საბერძნეთის კლუბი „კორინთიანსი“ 2-ქულიანი სხვაობით, 65-63 დაამარცხეს.

40 წლის ზემოთ ასაკის ვეტერანებს შორის წლევანდელი ტურნირი განსხვავებული, ეგრეთწოდებული შერეული სისტემით ჩატარდა, რადგან ნაკრებები კლუბებს ეჯიბრებოდნენ. ჯგუფური ეტაპი ჩვენი ქვეყნის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო - ჯერ „ქსილოსტარსი“ 103-60, შემდეგ კი „კოსმოტ ტელეკომი“ 41-ქულიანი სხვაობით, 104-62 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველებმა „გრიკ მასტერსს“ 106-73 მოუგეს, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში გერმანიის ნაკრებთან 59-63 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა გამორჩეული ინდივიდუალური შედეგები აჩვენეს - ნიკოლოზ ცქიტიშვილი ტურნირის ბომბარდირი, მამუკა ჩხაიძე ყველაზე მეტი ორქულიანის, დავით ბარბაქაძე კი ყველაზე მეტი სამქულიანის ავტორი გახდა.

ცნობისათვის, ცქიტიშვილის, ბარბაქაძის და ჩხაიძის გარდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ვეტერანი მოთამაშეები ასპარეზობდნენ, როგორებიც ლევან მგალობლიშვილი, ვახტანგ მინაშვილი, ირაკლი შანიძე და დავით არწივიძე არიან. საბერძნეთში გამართული ტურნირის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში „იტალია გოლდენ პლეიერის“ კლუბი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეიკერსი და Mamba Mentality-ის ტატუ | მამუკელაშვილის კომენტარი
ლეიკერსი და Mamba Mentality-ის ტატუ | მამუკელაშვილის კომენტარი