ინტერესი სერიოზულია | დუბაი შენგელიას გადაბირებას ცდილობს
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შესაძლოა „ბარსელონას“ რიგები დატოვოს. 34 წლის მძიმე ფორვარდის გადაბირებით „დუბაი“ ინტერესდება და ესპანელი ჟურნალისტის, არნაუ ტორას პუიჩის მიხედვით, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა.
შენგელიას გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 1 მილიონი ევროა, რაც „დუბაისთვის“ არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამასთან, „დუბაი“ გეგმავს, ქართველ კალათბურთელს სოლიდური ანაზღაურება შესთავაზოს, რათა მისი დაყოლიება შეძლოს.
როგორც ირკვევა, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ამ მომენტისთვის „დუბაის“ მხრიდან დიდი ინტერესია და როგორც „ბარსელონას“, ისე ქართველ კალათბურთელს გარიგება მაგიდაზე უდევს. „დუბაი“ ტოპ დონის მოთამაშეებს ეძებს და შენგელიას იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
ცნობისთვის, „დუბაი“ ევროლიგაში ასპარეზობს და გასულ სეზონში ABA League-ის გამარჯვებული გახდა.