ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

სარეკორდო ტრანსფერი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში | ენცო მან. სიტიში მიდის

გასტონ ედულის ინფორმაციით, მან. სიტი მზადაა ჩელსის ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა - 130-140 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ენცო ფერნანდესმა მან. სიტიში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო და უდიდესი ალბათობით 25 წლის არგენტინელი „ქალაქელების'' წევრი გახდა.

2023 წლის დასაწყისში ჩელსიმ ენცო ფერნანდესი ლისაბონის ბენფიკადან იმდროისთვის ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხად, 106.8 მილიონ ფუნტად გაიფორმა. არგენტინელის ტრანსფერმა გადააჭარბა იმ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს, რომელიც  ტრანსფერამდე 18 თვით ადრე მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილადან ჯეკ გრილიშის დასამატებლად გადაიხადა.

ლონდონის ჩელსის რიგებში ენცომ 170 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი შეასრულა. „ლურჯებთან'' ერთად ენცომ კონფერენს ლიგა (2024-25) და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო (2025).

2025 წელს ნიუკასლმა ალექსანდრ ისაკი ლივერპულში 125 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა, რაც ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. ენცოს მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის შემთხვევაში რეკორდის მფლობელი კვლავ არგენტინელი იქნება, თუმცა შესაძლოა კონკურენტიც გამოუჩნდეს, არსენალი მზადაა ხულიან ალვარესში 130 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარიმანიძის გამარჯვების გოლი | ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ნარიმანიძის გამარჯვების გოლი | ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა