მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ეს არ იყო ლამაზი საქციელი“ - იანმა მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა გუშინ თბილისში, RAF Georgia-ს პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს არ იყო ლამაზი საქციელი. შენთან სტუმრად არიან ჩამოსულები მოჭიდავეები, ღირსეული სპორტსმენები, შენ კი ცდილობ, მედიასივრცეში ხალხს შენი თავი შეახსენო. ეს არაა ლამაზი. ასეთი რამ მიუღებელია“.

შეგახსენებთ, რომ RAF Georgia-ს ღონისძიების წინა დღეს, პრესკონფერენციაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელშიც მერაბ დვალიშვილი მონაწილეობდა. მერაბს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა დაღესტნელმა მოჭიდავემ, აჰმედ გაჯიმაგომედოვმა უსაყვედურა იმის გამო, რომ ის უმარ ნურმაგომედოვზე აგდებულად საუბრობდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარს თავად უმარ ნურმაგომედოვი ასე გამოეხმაურა: „როცა ხალხმრავლობა არ იქნება და ჩვენს საქმეში არავინ ჩაერევა, მაშინ გამოჩნდება ვინ ხარ სინამდვილეში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილს რუს მოჭიდავესთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა | რამ განაპირობა ინციდენტი
დვალიშვილს რუს მოჭიდავესთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა | რამ განაპირობა ინციდენტი