მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„როცა ხალხმრავლობა არ იქნება, გავიგებთ, ვინ ხარ სინამდვილეში“ - უმარი მერაბს გამოეხმაურა

RAF Georgia-ს პრესტიჟული საჭიდაო ღონისძიების წინა დღეს, პრესკონფერენციების დროს, სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელშიც ამ ივენთის მთავარი ბრძოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მერაბ დვალიშვილი მონაწილეობდა. მერაბს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა დაღესტნელმა მოჭიდავემ აჰმედ გაჯიმაგომედოვმა უსაყვედურა იმის გამო, რომ ის უმარ ნურმაგომედოვზე აგდებულად საუბრობდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით უმარის კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

„კავკასიაში კაცი პატივისცემით, ღირსებითა და სტუმართმოყვარეობით ფასდება. ჩემმა მეგობარმა კი დვალიშვილს მხოლოდ ის ჰკითხა, რატომ საუბრობდა ჩემზე ზურგს უკან. მერაბ, მე შენგან განსხვავებით, არ მჭირდება შენთვის შეურაცხყოფის მოყენება საიმისოდ, რომ თავი კაცად ვიგრძნო. როცა ხალხმრავლობა არ იქნება და ჩვენს საქმეში არავინ ჩაერევა, მაშინ გამოჩნდება ვინ ხარ სინამდვილეში“.

ცნობისათვის, უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი, როდესაც 2025 წლის იანვარში გამართულ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში მერაბ დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100-დან 97 შემთხვევაში ილია მოიგებს“ - გეიჯის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე
„100-დან 97 შემთხვევაში ილია მოიგებს“ - გეიჯის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე