მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილს რუს მოჭიდავესთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა | რამ განაპირობა ინციდენტი

11 ივლისს თბილისი RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლებს და მისი მთავარი მოვლენის მონაწილეები მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო არიან. დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის შემდეგაც „მანქანას“ ახმედ გაჯიმაგომედოვთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჭიდაობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მერაბმა განაცხადა: „ეს ბიჭი ჯანდაბაშიც წასულა“.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დვალიშვილთან თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახმედ გაჯიმაგომედოვი მივიდა. მან მერაბს ჰკითხა, უმარზე ასე რატომ საუბრობდა და ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა.

რამდენიმე უცხოური გამოცემის მიხედვით, ამის შემდეგ დვალიშვილმა მას დაარტყა და დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევასა და იმ ოთახში შესვლას ცდილობდნენ, სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიმ ადეიემი ბარსელონაში გადადის | 5-წლიანი ხელშეკრულება ბლაუგრანასთან
კარიმ ადეიემი ბარსელონაში გადადის | 5-წლიანი ხელშეკრულება ბლაუგრანასთან