კარიმ ადეიემი ბარსელონაში გადადის | 5-წლიანი ხელშეკრულება ბლაუგრანასთან
„ბარსელონა“ შეტევას აძლიერებს. ავტორიტეტულმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ საფირმო ფრაზით, „Here we go“-თი გვაუწყა, რომ კარიმ ადეიემი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს.
„დორტმუნდსა“ და „ბარსელონას“ შორის შეთანხმება მიღწეულია. „ბლაუგრანა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 22 მილიონი ევროს გადაიხდის, რასაც 7 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ბონუსები ტიტულების მოგებასა და „ბარსას“ მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
???????? EXCLUSIVE: Barcelona agree deal to sign Karim Adeyemi, HERE WE GO! ????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 10, 2026
Deal agreed club to club for €22m plus €7m add-ons based on title winning and also appearances.
Adeyemi only wanted Barça and will sign a five year deal in blaugrana. ???????????? pic.twitter.com/7nfy0uSTxU
ადეიემის რამდენიმე მსურველი ჰყავდა, მაგრამ „ბარსელონას“ გარდა სხვა კლუბში გადასვლა არ ისურვა. ის „ბლაუგრანასთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ადეიემი „დორტმუნდს“ 2022 წელს შეუერთდა. ყველა ტურნირზე ერთად 146 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.