ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სანდროს რამდენიმე მსურველი ჰყავდა | ლეიკერსმა დონჩიჩის ფაქტორი გამოიყენა

NBA-ის 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსი“ დატოვა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა. The Athletic-ის ჟურნალისტის, ესფანდიარ ბარაჰენის ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავდა და „ლეიკერსს“ მისთვის ბრძოლა მოუწია.

მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესურ გუნდთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბოლო სეზონის წინ შეუძლია თავისუფალი აგენტი გახდეს ან „ლეიკერსში“ დარჩეს. ბარაჰენის მიხედვით, ამ პუნქტის ჩადება და კიდევ ერთი ფაქტორი „ლეიკერსს“ „მამუს“ დაყოლიებაში დაეხმარა.

„სანდრო მამუკელაშვილის გასაფორმებლად დიდი ბრძოლა იყო. მას რამდენიმე მსურველი ჰყავდა და „რეპტორსმა“ მისი შენარჩუნება სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა. თავისუფალი აგენტების ბაზარზე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მისნაირი კალათბურთელის გაფორმება ყველა გუნდს უნდოდა.

„მინესოტა ტიმბერვულვზი“ ერთ-ერთი იყო, რომელიც მამუკელაშვილით ინტერესდებოდა. მისი გადაყვანა „დეტროიტ პისტონსსაც“ უნდოდა. ეს გუნდები მზად იყვნენ, მისთვის სასტარტო ხუთეულში ადგილი მიეცათ, თუმცა „ლეიკერსმა“ შესთავაზა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს... ლუკა დონჩიჩის მხარდამხარ თამაში“,— განაცხადა ბარაჰენიმ.

ცნობისთვის, გასულ რეგულარულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი. „ლეიკერსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს, რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენტ-ეტიენი ყველაფერს ართულებს - რა ელის დავითაშვილს
სენტ-ეტიენი ყველაფერს ართულებს - რა ელის დავითაშვილს