თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ამით ყოველთვის მაოცებდა...“ - ყოფილმა მწვრთნელმა შენგელია შეაქო

„ვირტუს ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ნენად იაკოვლევიჩმა საქართველოს ნაკრების კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა და მის პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებს გაუსვა ხაზი.

„თორნიკე შენგელია ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი სპორტსმენია, ვისთანაც მუშაობის ბედნიერება მქონია. ის ბოლომდე გუნდის ერთგულია. ყოველთვის მაოცებდა ის, თუ რამდენს შრომობდა ის იმისათვის, რომ თავისი ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის ფორმაში ყოფილიყო.

როცა ის „ვირტუსში“ იყო, მასთან ინდივიდუალურად მუშაობა და ვიდეოანალიზის ჩატარებაც მევალებოდა [იაკოვლევიჩი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო]. მართალი გითხრათ, მისი ნდობის მოპოვება მარტივი არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე თვეში ის უკვე თვითონ მწერდა და შეხვედრებს მინიშნავდა.

საკალათბურთო უნარების გარდა, მინდა აღვნიშნო მისი განათლებაც. ვარჯიშების შემდეგ ხშირად გვისაუბრია პოლიტიკაზე, ჰოლივუდზე, სპორტულ მენეჯმენტზე... ასევე, შენგელია კარგად იცნობს სერბულ კინოსა და მუსიკას, რომელიც მეც ძალიან მიყვარს“.

ცნობისთვის, 2022-23 წლებში ნენად იაკოვლევიჩი „„ცრვენა ზვეზდაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2023-26 წლებში ანალოგიური პოზიცია „ვირტუს ბოლონიას“ სამწვრთნელო შტაბში ეკავა, მიმდინარე წლის მარტში კი იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. რაც შეეხება შენგელიას, ის „ვირტუსის“ ღირსებას 2022-25 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყავლაშვილის 21 ქულა | 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და მეოთხედფინალშია
ყავლაშვილის 21 ქულა | 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და მეოთხედფინალშია