ილია თოფურია, ენტონი ჯოშუა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ილიაში ვხედავდი ადამიანს, რომელსაც გამარჯვება ეწერა“ - ჯოშუამ თოფურიაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა. ინტერვიუში ჯოშუა ამბობს, რომ ილიას გამარჯვებას ელოდა და საბოლოო შედეგით გაკვირვებული დარჩა.

ენტონი ჯოშუა:

„ვფიქრობ, საბრძოლო სპორტში უნდა იყო, რომ ნამდვილად გაიგო, თუ რას წარმოადგენს გეიჯი. ეს არ არის ის, რაც ხალხს ჰგონია. ყველაფერი მხოლოდ გართობა და თამაში არ არის. ეს სერიოზული, ძალიან, ძალიან სერიოზული საქმეა, ძმაო. როცა ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას ვუყურე, ამის შემდეგ ხალხს პასუხის გაცემა შევუწყვიტე, რადგან ვთქვი: „ეი, ეს ხუმრობა არ არის“. ილიაში ვხედავდი ადამიანს, რომელსაც გამარჯვება ეწერა. ვარსკვლავები ისე იყო განლაგებული, რომ ამ ბრძოლაში უნდა გაემარჯვა. ილიამ ის ხალხი დაამარცხა, ვისთანაც ჯასტინს წაგებული ჰქონდა, მაგრამ მათ ბრძოლაში საპირისპირო შედეგი დადგა.“

„შანსები მის სასარგებლოდ იყო. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ დავინახე, როგორ ზეიმობდა ის მანამდე... არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი. არ უთქვამს ჩვენთვის, რას იზამდა, მაგრამ აქედან რაღაც დავასკვენი და ვთქვი: „ისევ მიუწვდომელი გახდი. ნაკლებად ხელმისაწვდომი უნდა იყო, რადგან საბრძოლო სპორტი ასეთი სერიოზულია. მისი სახე ხომ ნახეთ? რაც მან გამოიარა, ხუმრობა არ არის.“

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ქართველ მებრძოლს მომდევნო ჩხუბი კვლავ „ჰაილაითის“ წინააღმდეგ ექნება, თუმცა დიდი ალბათობით, ილია მიღებული დაზიანებების გამო ოქტაგონში დაბრუნება მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100-დან 97 შემთხვევაში ილია მოიგებს“ - გეიჯის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე
„100-დან 97 შემთხვევაში ილია მოიგებს“ - გეიჯის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე