„100-დან 97 შემთხვევაში ილია მოიგებს“ - გეიჯის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ UFC on Paramount+-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა. „ჰაილაითს“ სჯერა, რომ 100-დან 97 შემთხვევაში თოფურია „ბედის“ დაამარცხებს.
რას ამბობს გეიჯი:
„ილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მებრძოლია და ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე პედი პიმბლეტი.“
„თუმცა, პედი ცოტა უცნაურია. მას არასტანდარტული სტილი აქვს, ოღონდ ცუდი გაგებით არა. ეს უცნაურობა მისი დიდი უპირატესობაა. მისთვის დარტყმის მიყენება ძალიან რთულია, გრძელი კიდურები აქვს. უცნაური კუთხეებით მოძრაობს და სხვადასხვა ტემპით. ეს გაბნევს და სწორედ ამიტომ აქვს წარმატება.“
„მაგრამ ვფიქრობ, ილია ბევრად უფრო სახიფათოა. ზოგადად, ჩხუბი გიჟური რამაა, თუმცა ჩემი აზრით, 100-დან 97 შემთხვევაში ილია მაგრად სცემს.“
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ქართველ მებრძოლს მომდევნო ჩხუბი კვლავ „ჰაილაითის“ წინააღმდეგ ექნება, თუმცა დიდი ალბათობით, ილია მიღებული დაზიანებების გამო ოქტაგონში დაბრუნება მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.