ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

იდეალური მებრძოლი და ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო | ჰოლოუეიმ ილიაც გამოარჩია

მაქს ჰოლოუეიმ თავისი იდეალური მებრძოლი ააწყო. „დალოცვილი“ TNT Sports-ს ესაუბრა და შვიდი მებრძოლი გამოარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი ილია თოფურია გახლავთ.

ძალა: ილია თოფურია.

კარდიო: მაქს ჰოლოუეი.

ლოუ-კიკები: ჟოზე ალდო.

საბრძოლო ინტელექტი: დემეტრიუს ჯონსონი.

ჭიდაობა: ხაბიბ ნურმაგომედოვი.

სისწრაფე: იაირ როდრიგესი.

თრეშ-თოქი: კონორ მაკგრეგორი.

ჰოლოუეი მომდევნო ორთაბრძოლას სწორედ ირლანდიელის წინააღმდეგ გამართავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მაქსს ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების დასახელება სთხოვეს. „ელ მატადორი“ ამ სიაშიც მოხვდა.

„ჩემი ფავორიტი ჟოზე ალდოა, თუმცა ვოლკსაც შეუძლია, პირველობაზე პრეტენზია ჰქონდეს. რეიტინგში საკუთარ თავს არ შევიყვან. პირველი ალდოა, მეორე ვოლკი, მესამეზე კი შეგვიძლია, ილია დავაყენოთ იმ მეტოქეების გამო, რომლებსაც ეჩხუბა და დაამარცხა. კონორმა ჩემპიონობა ერთხელ მოიგო და შემდეგ ამ დივიზიონიდან გაქრა, ორი წონის ჩემპიონი გახდა. მშვენიერი მისთვის, მაგრამ რეიტინგს ასე ვუყურებ.“

ცნობისთვის, ჰოლოუეისა და მაკგრეგორის დაპირისპირება UFC 329-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც თბილისის დროით, კვირას დილით გაიმართება. მეინ ქარდი 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული თამაში გველის“ - დეშამი მაროკოსთან მატჩზე
„ძალიან რთული თამაში გველის“ - დეშამი მაროკოსთან მატჩზე