დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან რთული თამაში გველის“ - დეშამი მაროკოსთან მატჩზე

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები აიღებს სტარტს. პირველ შეხვედრაში, საფრანგეთის ნაკრები მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა დეშამმა:

„ოლისეს ყვითელი ბარათი? ამასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა: დღეს დილით, ფიფა-სგან შეტყობინება მივიღეთ“.

„რაც შეეხება თავად მატჩს, მაროკო არ არის პარაგვაი. მათ ოთხი წლის წინ ვეთამაშეთ და ძალიან გაგვიჭირდა, გარდა ამისა, ისინი აფრიკის თასის ფინალში გავიდნენ. ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები და არის გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის კონტროლი და შეტევა. შესანიშნავი თვისებები აქვთ“.

„კილიანი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მოხდა რაღაც, რაზეც ბევრი საუბარი არ მინდა (გულისხმობს პარაგვაელი სენატორის განცხადებას). ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ბიჭია. ხვალინდელ მატჩზე არის ფოკუსირებული, რომელიც მარტივი არ იქნება, რადგან ერთმანეთს ორი მაღალი დონის გუნდი ხვდება“.

„არგენტინელი მსაჯის დანიშვნა? „არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, მაგრამ ეს არ მაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ მსაჯი ისევე კარგად იმუშავებს, როგორც ლეტექსიე და მისი ბრიგადა ბოლოდროინდელ მატჩში (არგენტინა-ეგვიპტის მატჩში).

„ჩვენი მეტოქე მაროკოა და არა მსაჯი. პირიქით, ის აქ იმისთვისაა, რომ თამაშის წესები რაც შეიძლება ზუსტად დაიცვას“.

ცნობისთვის, საფრანგეთისა და მაროკოს მატჩზე მთავარ მსაჯად არგენტინელი ფაკუნდო ტელიო დაინიშნა. გუნდებს შორის 1/4 ფინალური დაპირისპირება 9 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ასაკი არ მაინტერესებს“ - რომარიომ ენდრიკზე ისაუბრა
„მისი ასაკი არ მაინტერესებს“ - რომარიომ ენდრიკზე ისაუბრა