„მისი ასაკი არ მაინტერესებს“ - რომარიომ ენდრიკზე ისაუბრა
ბრაზილია - ნორვეგიის (1:2) შეხვედრაში ბევრი ისეთი ეპიზოდი იყო, რომლის დროსაც მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, სრულიად შესაძლებელი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში სკანდინავიელების ნაცვლად პენტაკამპეონები გასულიყვნენ. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდად ყველა ენდრიკის ურეალურეს საგოლე მომენტს ასახელებს, რომელიც 19 წლის ფორვარდმა ვერ გამოიყენა და ამის გამო სამშობლოში მას წილად უდიდესი კრიტიკა ხვდა. კრიტიკოსებს შორის გახლდათ ლეგენდარული ფეხბურთელი რომარიო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ენდრიკი ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ ის როგორც მე, ასევე ბრაზილიის ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს მომავალში უდიდეს სიხარულს მოგვიტანს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო - ნორვეგიასთან შეხვედრაში მან საშინლად იასპარეზა. ხალხი ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მე კი ეს არ მაინტერესებს, რადგან ენდრიკი ვალდებული იყო იმ სიტუაციაში გოლი გაეტანა. ახალგაზრდა, საშუალო ასაკის, მოხუცი - ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია“.
შეგახსენებთ, რომ 1990 წლის შემდეგ ეს პირველი მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა. რაც შეეხება რომარიოს, ის სელესაოსთან ერთად პლანეტის პირველობის გამარჯვებული 1994 წელს გახდა და მაშინაც, მუნდიალის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო.