სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ლეიკერსი და Mamba Mentality-ის ტატუ | მამუკელაშვილის კომენტარი

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსსა“ და საკუთარ ტატუებზე ისაუბრა. „მამუს“ ლეგენდარული კობი ბრაიანტის ცნობილი ფრაზის, Mamba Mentality-ის ტატუ აქვს და ამბობს, რომ „შავი მამბას“ მენტალიტეტი ყოველთვის მოსწონდა.

„ლეიკერსს უამრავი ჩემპიონობა მოუგია და მისი მაისურით ბევრ ლეგენდარულ კალათბურთელს უთამაშია. ვიცი, ჩვენს საშინაო არენას Crypto.com-ი ჰქვია, მაგრამ ჩემთვის ეს იგივეა, რაც „სტეიპლზ სენთერი“. ყვითელ-იასამნისფერი მაისურით თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს.

ბავშვობაში კობი ბრაიანტისა და სხვა კალათბურთელების თამაშს ვუყურებდი და დაუჯერებელია, რომ ამ გუნდში ვიმყოფები. Mamba Mentality-ის ტატუ მაქვს. კობის მენტალიტეტი ძალიან მომწონს. ბავშვობაში ყოველთვის ვამბობდი, რომ Mamu Mentality (მამუს მენტალიტეტი) მქონდა. რა თქმა უნდა, ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ იმედი მაქვს, ნელ-ნელა მასთან ახლოს მივალ“.

ცნობისთვის, გასულ რეგულარულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“ - იამალმა საფრანგეთთან მატჩზე ისაუბრა
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“ - იამალმა საფრანგეთთან მატჩზე ისაუბრა