გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა ალავესთან წააგო - მიქაუტაძის უგოლო მატჩი

ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ალავესს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში მიქაუტაძეს ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს. 

Sofascore-მა მიქაუტაძის თამაში 6.3 ქულით შეაფასა. ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დაბლოკილი დარტყმა, 33 შეხება ბურთთან, 22-დან 18 ზუსტი პასი (82%), 1 ზუსტი გრძელი პასი და 1 მოგებული ორთაბრძოლა.

მიქაუტაძის გამორჩეული მომენტები

31-ე წუთზე ანგარიში „ალავესის“ ფორვადმა, ლუკას ბოიემ გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, 70-ე წუთზე ანხელ პერესმა ბურთი ძელს გაარტყა,78-ე წუთზე კი ნიკოლა პეპემ „ალავესის“ მეკარეს ვერ აჯობა. 

3 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 2 ქულა აქვს. მომდევნო ტურში მიქაუტაძის გუნდი 5 სექტემბერს „დეპორტივოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში - რასინგმა ელჩეს მოუგო
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში - რასინგმა ელჩეს მოუგო