„ფიორენტინას დაცვა კვერნაძესთან ყურადღებით უნდა იყოს“ - იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა გუიდამ, რომელიც გამოცემებში FirenzeToday და LaViola.it „ფიორენტინასთან“ დაკავშირებულ ამბებს აშუქებს, „იებისა“ და „ფროზინონეს“ მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.
„ფროზინონესა“ და „იუვენტუსის“ მატჩს ვუყურე და რთული სტარტის შემდეგ მასიმილიანო ალვინის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ტაიმში მათ ხასიათი გამოავლინეს და, შესაძლოა, ქულასაც იმსახურებდნენ.
განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა კვერნაძემ. საინტერესო ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ პრობლემები შეუქმნა. ვფიქრობ, „ფიორენტინას“ დაცვამ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს“.
ცნობისთვის, სერია ა-ს პირველ ტურში კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა, ქართველი შემტევი კი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. რაც შეეხება ფიორენტინა-ფროზინონეს მატჩს, ეს შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.