ბუკმეკერების პროგნოზი - ლიგის მთავარი ფავორიტი პარი სენ-ჟერმენია
ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად ბუკმეკერები ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, „პარი სენ-ჟერმენს“ ასახელებენ. იმის ალბათობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ მოიგებს, 16,7 პროცენტია.
ტურნირის შარშანდელ ფინალისტის, ლონდონის „არსენალის“, „ბარსელონას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ შანსები თანაბრად არის შეფასებული და 14.3%-ს შეადგენს.
ჟოზე მოურინიოს „რეალის“ შანსები 13.3%-ია, „მანჩესტერ სიტის“ - 10%, „ლივერპულის“ - 7.7%, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კი 4.8%.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ შინ „ბარსელონას“, „რომას“, „გალათასარაისა“ და „სლოვანს“ შეხვდება, „მანჩესტერ სიტისთან“ „ასტონ ვილასთან“, „ვილიარეალთან“ და „კომოსთან“ კი სტუმრად ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ ლიგის ფაზის პირველი ტურის მატჩები 8,9 და 10 სექტემბერს გაიმართება.