ლამინ იამალი
Aa
Aa

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“ - იამალმა საფრანგეთთან მატჩზე ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

რას ამბობს იამალი:

„ჩვენ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს. რაც შეეხება წნეხს, მას ვერ ვგრძნობ. თქვენ, ჟურნალისტები თავად ამბობთ, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, ამიტომ ჩემგან არაფერს უნდა ელოდოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თამაში განსაკუთრებული იქნება.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მიხარია, რომ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ. ყველანი ძალიან ვღელავთ, მე კი – ყველაზე მეტად. ეს, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ჩემს ცხოვრებაში“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლა ფუენტე: “უკვე დავამტკიცეთ, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია“
დე ლა ფუენტე: “უკვე დავამტკიცეთ, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია“