დე ლა ფუენტე: “უკვე დავამტკიცეთ, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია“
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დიდებული დაპირისპირება გველის - ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ.
მატჩის წინ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დე ლა ფუენტე:
„ეს მატჩი ფინალამდე ფინალია. ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო ნაკრები უპირისპირდება. საფრანგეთი, ალბათ, ტურნირის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს საკუთარი თავის მიმართ.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია. ეს გვმატებს თავდაჯერებას, თუმცა თითოეული მატჩი განსხვავებულია. ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ გუნდში. ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ სიგიჟეა.
ჩვენ გვყავს შესანიშნავი თაობა, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის კოლექტივი მოაქვს და არა ერთი ფეხბურთელი. მათ ჰყავთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ყველა ხაზში. ასეთ მეტოქესთან თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.”
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენდა ფურია როხამ 5:4 მოიგო. იქამდე კი ესპანეთმა მამლები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა.
ესპანეთისა და საფრანგეთის მომავალი დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.