დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ტურნირის ფავორიტი არა საფრანგეთი, არამედ ესპანეთია“ - დეშამი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა, რომელსაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ხვალ მუნდიალის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

„კარგად ვიცნობთ ესპანეთის ნაკრებს, ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. შარშან მათ ერთა ლიგის ნახევარფინალში ვეთამაშეთ.

ტურნირის დასაწყისიდან ჩვენ ფავორიტებად მივიჩნევით, მაგრამ ჩემი აზრით ფავორიტი ესპანეთია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მათზე ზეწოლა გავზარდო, არამედ იმის გამო, რასაც მათ ბოლო წლებში მიაღწიეს - მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ.

ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც არაერთი ძლიერი მხარე აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დონე ყოველთვის ძალიან მაღალია“.

ცნობისთვის, საფრანგეთი-ესპანეთის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემის გოლი უნდა გაუქმებულიყო? - ფიფას ოფიციალური განმარტება
ბელინგემის გოლი უნდა გაუქმებულიყო? - ფიფას ოფიციალური განმარტება