ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია - თასისთვის საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და არგენტინა იბრძოლებენ.
ნახევარფინალური ეტაპის დაწყებამდე ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ, საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გამოაქვეყნა და მუნდიალის ფავორიტები დაასახელა.
Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს — 33.58%. მეორე ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი იმყოფება — 23.84%, მესამეზე ინგლისია — 22.62%, მეოთხეზე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინა — 19.96%.
რაც შეეხება ნახევარფინალურ წყვილებს, სუპერკომპიუტერის პროგნოზით, შანსები ასე გამოიყურება:
საფრანგეთი - ესპანეთი 57.1% - 42.9%
ინგლისი - არგენტინა 52.89% - 47.11%
ცნობისთვის, ნახევარფინალური მატჩები 14 და 15 ივლისს გაიმართება.
We are down to the final four at the 2026 FIFA World Cup.
— Opta Analyst (@OptaAnalyst) July 12, 2026
According to the Opta supercomputer, the likeliest final will be between France and England, while our latest projections suggest Les Bleus are favourites to win the whole thing. pic.twitter.com/WePRjko0nQ