გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში - რასინგმა ელჩეს მოუგო
ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.
ქართველი შემტევი, რომელმაც ტრავმა სრულად მოიშუშა, სანტანდერული გუნდის განაცახდში დაბრუნდა, თუმცა ხოსე ალბერტომ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში მხოლოდ 69-ე წუთზე ჩართო.
გულიაშვილმა Sofascore-ისგან 6.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 7 შეხება ბურთთან, 1 ზუსტი პასი (50%) და 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა.
მატჩი „რასინგისთვის“ კარგად დაიწყო: ანგარიში მე-15 წუთზე „ელჩეს“ მეკარის, მატიას დიტუროს უხეში შეცდომის შემდეგ იასირ ზაბირიმ გახსნა, 21-ე წუთზე მაროკოელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა, 36-ეზე კი ჰეთ-თრიკი.
78-ე წუთზე ბუბა სანგარემ ერთი გოლი გაქვითა, ერთ წუთში კი ფერ ნინიომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „რასინგმა“ დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და 3 ქულა მოიპოვა.
3 ტურის შემდეგ გულიაშვილის გუნდს 4 ქულა აქვს. მომდევნო ტურში „რასინგი“ 5 სექტემბერს გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრება.