ილია თოფურია
Aa
Aa

„ყველაფერი წამიერად შეიცვალა“ | ილიამ განქორწინებაზე ისაუბრა

ილია თოფურიამ ALF Global-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბამდეა ჩაწერილი. ქართველმა მებრძოლმა საკუთარ პირად ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან განქორწინებაზე ისაუბრა.

„ველოდებოდი თუ არა, რომ ასე მოიქცეოდა? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ალბათ, არ ველოდებოდი, რომ ასე მოიქცეოდა. მარტივი ნამდვილად არ არის, როდესაც ასეთი სიტუაციების გავლა გიწევს. ყოველ დილით ჩემი ქალიშვილისა და ჩემი ოჯახის გვერდით ვიღვიძებდი და წამიერად ეს ყველაფერი შეიცვალა.

რთული იყო, ეს ამბები გავიარე და ჩემი ქალიშვილისა და ოჯახის გამო მომიწია, გამოსავალი მეპოვა. საბოლოოდ ყველაფერი კარგადაა. დიახ, ეს იმედგაცრუება იყო. არავის უნდა, ოჯახს დაშორდეს, განსაკუთრებით, როდესაც პატარა ქალიშვილი გყავს“.

ცნობისთვის, ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უსკატეგი 2025 წლის აგვისტოში დაშორდნენ. მათ დაშორებას თან ახლდა მწვავე დავა შვილის მეურვეობასა და სამართლებრივ საკითხებზე, რომლის დროსაც უსკატეგიმ ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივარი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით ის უკან გამოიტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასამართლომ ილიას მხარე დაიჭირა და მხარეებმა შეთანხმება დადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე რომ მომხდარიყო, ხვიჩას თამაშით უფრო მეტად დავტკბებოდით“ - სიომინი
„ასე რომ მომხდარიყო, ხვიჩას თამაშით უფრო მეტად დავტკბებოდით“ - სიომინი