კოტე ტუღუში
Aa
Aa

ევრობასკეტის B დივიზიონი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. კოტე ტუღუშის გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და 64:77 დამარცხდა.

მატჩის პირველი მეოთხედი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა და მათ 21:14 იმარჯვეს, მეორე პერიოდში კი ჩვენზე ერთით მეტი ქულა ჩააგდეს და შესვენებაზე 43:35-ს იგებდნენ. მესამე მეოთხედში უკრაინელები 16 ქულით გავიდნენ წინ, თუმცა ჩამორჩენა 4 ქულამდე დავიყვანეთ. სამწუხაროდ, ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა და დარჩენილ დროში უკრაინამ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ლუკა კოტლიარევსკიმ ჩააგდო. გიორგი ჭირაკაძემ 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. გიორგი დოხნაძესა და ამირან აროშიძეს 10-10 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, უკრაინის გარდა, B ჯგუფში ლუქსემბურგი, შვეიცარია და ესტონეთი არიან. ტუღუშის გუნდის მომდევნო მეტოქე შვეიცარიაა, რომელსაც 11 ივლისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დვალიშვილს რუს მოჭიდავესთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა | რამ განაპირობა ინციდენტი
    დვალიშვილს რუს მოჭიდავესთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა | რამ განაპირობა ინციდენტი