ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, ოსტინ რივზი
Aa
Aa

„ლუკასა და რივზის გვერდით თამაში დამეხმარება“ | მამუმ ლეიკერსში გადასვლაზე ისაუბრა

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა. „მამუს“ ერთი სული აქვს, „ლეიკერსის“ მაისურს როდის მოირგებს და დარწმუნებულია, რომ ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გვერდით თამაში დაეხმარება.

„მხოლოდ სახელიც კი კმარა. „ლეიკერსში“ ყველა ლეგენდას უთამაშია. უმაღლესი დონის ორგანიზაციაზე გვაქვს საუბარი, რომელიც ისტორიის ახალ ფურცელს წერს და ამ პროცესის ნაწილად ყოფნა დაუჯერებელი შეგრძნებაა.

მხოლოდ 2K-ში (ვიდეოთამაში, საკალათბურთო სიმულატორი) თუ წარმოვიდგენდი, რომ ამ გუნდში ოდესმე ვითამაშებდი. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. „ლეიკერსს“ საოცარი სამწვრთნელი შტაბი ჰყავს და ერთი სული მაქვს, მაისური მოვირგო, პარკეტზე გავიდე და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთო.

როდესაც „ლეიკერსში“ თამაშობ, ყოველთვის გაორმაგებული მოტივაცია უნდა გქონდეს და ბოლომდე დაიხარჯო. ისინი ჩემში ხედავენ კალათბურთელს, რომელსაც შეუძლია პარკეტზე გავიდეს და რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. მათ იციან, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, არც ერთ ეპიზოდს არ დავტოვებ უყურადღებოდ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ.

ისეთი მოთამაშეების გვერდით ყოფნა, როგორებიც ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი არიან, ძალიან დამეხმარება. მათ შეუძლიათ თანაგუნდელები ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვონ და იმედი მაქვს, კუთხიდან ბევრ სამქულიანს ჩავაგდებ“.

ცნობისთვის, გასულ რეგულარულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავს სიცხეში არასოდეს უთამაშია და ვერ ხვდება“ - ბელინგემს ტუხელმა აწყენინა
„მსგავს სიცხეში არასოდეს უთამაშია და ვერ ხვდება“ - ბელინგემს ტუხელმა აწყენინა