ტომას ტუხელი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„მსგავს სიცხეში არასოდეს უთამაშია და ვერ ხვდება“ - ბელინგემს ტუხელმა აწყენინა

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს - ტომას ტუხელის მომზადებულმა ფეხბურთელებმა დამატებით დროში ის ნორვეგიის გუნდი დაამარცხეს, რომელმაც წინა რაუნდში გათამაშებას ტურნირის რეკორდსმენი ბრაზილია გამოთიშა. გამარჯვების მიუხედავად, „სამი ლომის“ გერმანელი დამრიგებელი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა და მოთამაშეებს საყვედური საჯაროდ უთხრა, რამაც ძალიან გააბრაზა ინგლისელთა ერთ-ერთი ლიდერი ჯუდ ბელინგემი და მთავარ მწვრთნელს ასეთი პასუხი გასცა:

„32 გრადუს სიცხეში ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც ჰოლანდი, ოდეგორი, ნუსა და სორლოტი არიან, მას არასოდეს უთამაშია, ვერ ხვდება რამდენად რთულია ყოველივე ეს და ამიტომაც ლაპარაკობს. ვფიქრობ, საყვედურების თქმის ნაცვლად, ნახევარფინალის წინ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა უფრო კარგი იქნებოდა. არ შეიძლება ჩემი თანაგუნდელები არ შევაქო - ტუხელს კი ვეტყვი, რომ ყველა მატჩს ბურთის გორებითა და ათასი პასის გაკეთებით ვერ მოიგებ, ხანდახან გამარჯვება ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვო - ამ მუნდიალზე ეს უკვე ბევრჯერ გავაკეთეთ“.

ცნობისათვის, ჯუდ ბელინგემი ისტორიაში მეორე ფეხბურთელია დიეგო მარადონას შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში დუბლი ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა - არგენტინელმა ამის გაკეთება 1986 წელს შეძლო. გარდა ამისა, დიდ სანაკრებო ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით ბელინგემმა (9) რუნის (7) გაუსწრო - ჯუდს შვიდჯერ მუნდიალზე და ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე აქვს გატანილი, ხოლო უეინმა ერთხელ პლანეტის, ექვსჯერ კი კონტინენტის პირველობაზე გამოიჩინა თავი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარაგერი: ბელინგემს ის აქვს, რაც ჯერარდს აკლდა
კარაგერი: ბელინგემს ის აქვს, რაც ჯერარდს აკლდა