ტომას ტუხელი, ჯუდ ბელინგემი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ“ - ტუხელის შეფასება

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა მეოთხედფინალში ნორვეგიასთან მიღწეული გამარჯვება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება შეაფასა.

ტუხელი:

„დღეს საქმე ძალიან გავირთულეთ. ფანტასტიკური შედეგია - ნახევარფინალში ვართ, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

მონდომება არ გვაკლდა, მაგრამ ძალიან დაბალ ტემპში ვმოქმედებდით, ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით - დღეს გაგვიმართლა. უკეთესად უნდა ვითამაშოთ.

რის ჯეიმსმა შესანიშნავად ითამაშა. მორგან როჯერსი ფანტასტიკური იყო. ებერეჩი ეზე და ჯედ სპენსი თავდაჯერებულად მოქმედებდნენ. ბელინგემი? რა უნდა ვთქვა? ის ამას ყოველ მატჩში აკეთებს. ეს მსოფლიო კლასის პერფორმანსია.

ნახევარფინალში უკეთესად ვითამაშებთ, სხვა გზა არ გვაქვს. მატჩამდე კიდევ სამი დღეა, ახლა კი აღნიშვნის დროა.

ცნობისთვის, ანდრეს შიელდერუპმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა, თუმცა უკვე პირველ ტაიმში ჯუდ ბელინგემმა ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ბელინგემმა დუბლი გაიფორმა და „სამი ლომი“ ნახევარფინალში გაიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ინგლისის მეტოქე არგენტინა-შვეიცარიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ვერ გაიმარჯვებ, გაგანადგურებენ“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე
„თუ ვერ გაიმარჯვებ, გაგანადგურებენ“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე