პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა“ | ომალიმ იანი გააკრიტიკა

შონ ომალიმ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონზე ისაუბრა და მოქმედი ჩემპიონი, პიოტრ იანი გააკრიტიკა. „შუგა“ იანს აკრიტიკებს და მისი გრძელი პაუზით უკმაყოფილოა.

„რა ჯანდაბა ხდება? პიოტრ იანი ჩემპიონია? საერთოდ ჩხუბობს და აქტიურია? არც კი ვიცი. მერაბი საოცრად აქტიური იყო, იანს კიდევ რამდენი ხანია არ უჩხუბია. მან და მერაბმა ორთაბრძოლა დეკემბერში გამართეს, რის შემდეგაც შვიდი თვე გავიდა. ეს ჩემპიონისთვის კატასტროფა არ არის, მაგრამ ჩვენს დივიზიონში მაგარი რაღაცები ხდება.

ჩემპიონის დაბრუნება გვესაჭიროება, ის კი არსად ჩანს. სადღაც თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა. ეს უკვე ნერვებს მიშლის! ოქტომბრამდე თუ არ იჩხუბეს, შეიძლება უბრალოდ გამოვაცხადო, რომ ჩემპიონი მე ვარ და ქამარი დეკემბერში დავიცვა.“

შეგახსენებთ, რომ იანმა ზურგის ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დვალიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე რუსი მებრძოლი იქნება და ისინი ტრილოგიას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი წამიერად შეიცვალა“ | ილიამ განქორწინებაზე ისაუბრა
„ყველაფერი წამიერად შეიცვალა“ | ილიამ განქორწინებაზე ისაუბრა