„დაუჯერებელია რაც მოხდა“ - დვალიშვილი როუზი-კარანოს ბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილი, რომელიც რონდა როუზის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჯინა კარანოს მომზადებაში მონაწილეობდა, 44 წლის ამერიკელის სწრაფი მარცხით შოკირებული იყო და დარწმუნებულია, რომ მას მეტი შეუძლია.
„ვაუ! არ შემიძლია დავიჯერო ის, რაც ახლა მოხდა, რადგან მე ჯინა კარანოსთან ერთად ვვარჯიშობ და ის ძალიან მაგარია. მისი პარტერში გადაყვანა, კლინჩში დაჭერა და მტკივნეული ილეთის გაკეთება (დასაბმითება) რთული იყო. მას კარგი დამრტყმელი არსენალი აქვს, მაგრამ რონდა როუზიმ ყველაფერი ისე გააკეთა, თითქოს ეს ძალიან მარტივი იყო.
ჩემთვის ეს სიგიჟეა. ვფიქრობ, ჯინა კარანომ მინიმუმ კიდევ ერთი ბრძოლა უნდა ჩაატაროს, რადგან მან უნდა აჩვენოს, რამდენად კარგია ის. ეს ვიცი, იმიტომ რომ მასთან ერთად ვვარჯიშობ.
ასე რომ, ვულოცავ ლეგენდარულ რონდა როუზის - შესანიშნავი ბრძოლა იყო. ძალიან დასანანია, რომ ყველაფერი ასე მალე დასრულდა. მე ვიცი, რამდენად კარგი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბრძოლა. მჯეროდა, რომ ჯინა კარანოს შეეძლო გამარჯვება, რადგან მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიცი, რა შეუძლია“,
- თქვა ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ქვემსუბუქ წონაში რონდა როუზისა და ჯინა კარანოს შორის გამართული ბრძოლა, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ლოს-ანჯელესში გამართული MVP MMA-ს ტურნირის მთავარი მოვლენა იყო, უკვე მე-17 წამზე UFC-ის ექს-ჩემპიონის მიერ მკლავის მტკივნეული ილეთით (armbar) გამარჯვებით დასრულდა.