„არ ვიცი, შეუძლია, თუ არა პირველი მეკარე იყოს“ - ფრიდელი მამარდას შესახებ
ვეტერანმა ამერიკელმა მეკარემ და „ლივერპულის“ ყოფილმა კარის დარაჯმა, ბრედ ფრიდელმა „მერსისაიდელთა“ მეკარეებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ალისონი მომავალ სეზონში კვლავ „ლივერპულში“ დარჩება.
რას ამბობს ფრიდელი:
„იმედი მაქვს, რომ დარჩება. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ გუნდს დატოვებს. ვიცი, ტრავმებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“.
„ის ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი მეკარეა. ამიტომ, ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩება. თუ არ დარჩება, სად წავა? უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში არ გადავა“.
„სხვა მხრივ, ბედნიერ გზას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ სამომავლო კარიერაში. თუმცა, არ ვისურვებდი, რომ პრემიერ ლიგაში ლივერპულს მის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში“.
ამის შემდეგ ფრიდელმა გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა:
„მას ჰქონდა რამდენიმე თამაში, რომლებშიც მართლაც კარგად იასპარეზა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ შეუძლია თუ არა პირველი მეკარე იყოს? არ ვიცი, ეს დიდი გამოწვევაა“.
„ამჟამად თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ის შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში პირველი ნომერი იყოს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ კარგი მეკარეა და მჯერა, რომ სადღაც კარიერას გაიკეთებს. თუმცა, არ მიმაჩნია სწორად, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში „ლივერპულში“ მეორე ნომრად იჯდეს“.
გიორგი მამარდაშვილმა 2025/26-ის სეზონში „ლივერპულის მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა, სამჯერ კი კარი მშრალად შეინახა. ალისონის ანგარიშზე კი 34 მატჩი, 36 გაშვებული გოლი და 13 მშრალი მატჩია.