ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„ძალიან მომწონს, ნამდვილი მებრძოლია“ - გალასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფრანგმა მცველმა, უილიამ გალასმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გალასმა ქართველი გარემარბის შეძენა „ლივერპულსა“ და პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსაც ურჩია.

რას ამბობს გალასი:

„ლივერპულმა მოჰამედ სალაჰის შემცვლელად ბარკოლა ან კვარაცხელია უნდა დაიმატოს. კვარაცხელია ძალიან მომწონს. ის მებრძოლია და მისი თამაშის სტილი პრემიერლიგას ძალიან კარგად მოერგება. ვერ წარმომიდგენია უსმან დემბელე ლივერპულს შეუერთდეს, ის ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს. პრემიერლიგის ინტენსივობიდან გამომდინარე, ის ყველა მატჩში თამაშს ვერ შეძლებდა, მაგრამ ვფიქრობ, კვარაცხელია ამას მოახერხებს“.

„არსენალს კი მგონია, რომ ბრედლი ბარკოლა უფრო მოუხდება. როდესაც ისეთი თავდამსხმელი გყავს, როგორიც იოკერეშია, გჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მას გოლების გასატანად ბურთს მიაწვდიან“.

შეგახსენებთ, რომ უილიამ გალასი სხვადასხვა წლების განმავლობაში ლონდონის „ჩელსიში“, „არსენალში“ და „ტოტენჰემში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი საუკეთესოა, არტეტას მთავარი საფიქრალია“ | რეი პარლორი კვარაცხელიაზე
„ერთ-ერთი საუკეთესოა, არტეტას მთავარი საფიქრალია“ | რეი პარლორი კვარაცხელიაზე