ბუნდესლიგა
Aa
Aa

მეოთხე დივიზიონიდან ბუნდესლიგაში — პატარა კლუბის დაუჯერებელი ზღაპარი

გერმანიის ბუნდესლიგაში პირდაპირი საგზურის კიდევ ერთი მფლობელი გამოვლინდა.

სეზონის მთავარი სენსაცია „ელვერსბერგი“ გახდა, რომელიც ქვეყნის ელიტურ დივიზიონში, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ელვერსბერგი

ბოლო ტურის წინ ერთბაშად სამ გუნდს ჰქონდა 59-59 ქულა და ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ „შალკეს“ შემდეგ, რომელმაც დაწინაურება ვადაზე ადრე გაინაღდა.

„ჰანოვერი“ ბრძოლას „ნიურნბერგთან“ მატჩის შემდეგ გამოეთიშა, ხოლო „პადერბორნმა“ „დარმშტადტი“ დაამარცხა (2:0), თუმცა კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

„ელვერსბერგმა“ უპრობლემოდ მოუგო „პროისენს“ (3:0) და ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, ფინიში მეორე ადგილზე მოახერხა, რითაც ბუნდესლიგაში ისტორიული გასვლა გაიფორმა.

ამ ისტორიას განსაკუთრებულ ყურადღებას სძენს თავად კლუბის მასშტაბები. „ელვერსბერგი“ წარმოადგენს პატარა თემს – შპიზენ-ელვერსბერგს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 13 ათასი ადამიანია, თუმცა ამ დროისთვის იქ მხოლოდ 7 000 ადამიანი ცხოვრობს. იქ არ არის რკინიგზის სადგური და მხოლოდ სამი საცხობი ფუნქციონირებს.

კლუბის საშინაო „ურსაფარმ-არენა“ თითქმის 10 ათას მაყურებელს იტევს – ფაქტობრივად მთელ ქალაქს.

ბუნდესლიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კლუბის სტადიონზე ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ 2027 წლის გაზაფხულისთვი, მისი ტევადობა 15 000-მდე გაიზრდება.

ელვერსბერგის სტადიონი

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კლუბი გერმანიის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა. 2023 წელს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში აღზევდა, ახლა კი სენსაციურად მიაღწია გერმანული ფეხბურთის ყველაზე მაღალ დონეს.

„ელვერსბერგის“ შემადგენლობა, Transfermarkt-ის მონაცემებით, დაახლოებით 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული მაჩვენებელი იმ კლუბებს შორის, რომლებიც მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებენ.

„ელვერსბერგი“ 1907 წელს დაარსდა. მთელი ისტორიის განმავლობაში კლუბს 2026/27 წლების სეზონამდე ბუნდესლიგაში არასოდეს უთამაშია.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ ვაგნერმა, გასულ ზაფხულს კარიერაში პირველად ჩაიბარა პროფესიონალური გუნდი. მის ასისტენტს, მაიკ ფრანცს, მასზე მეტი გამოცდილება აქვს — მას „ფრაიბურგისა“ და „ნიურნბერგის“ მაისურით ბუნდესლიგაში, 228 მატჩი აქვს ჩატარებული.

ელვერსბერგის მწვრთნელი

როგორც ჩანს, ამ გუნდის ძლიერი მხარე, ერთი ან ორი ინდივიდის ნაცვლად, კოლექტივი და ხელმძღვანელ პოზიციებზე სტაბილურობაა.

თუმცა, უშუალოდ მოედანზე, „ჰოფენჰაიმიდან“ იჯარით აყვანილი ბამბასე კონტე და შემტევი ნახევარმცველი კლუბის აღზევების გზაზე უმნიშვნელოვანესი ფიგურები იყვნენ.

გუნდის ძველმა მეკარემ, ნიკოლას კრისტოფმა ძლიერი სეზონი ჩაატარა, ისევე როგორც ვინგერმა ლუკას პეტკოვმა, რომელმაც აქტივში 13 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. თავდამსხმელი დავიდ მოკვა იანვარში სულ რაღაც 1.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ მან გადამწყვეტ ფაზაში გუნდს დიდი დახმარება გაუწია.

ელვერსბერგი

შემადგენლობის საშუალო ასაკი 25.3 წელია, რაც მას მეორე დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ გუნდად აქცევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერებიდან მიღებულმა 10 მილიონმა ევრომ და ახალწვეულებზე დახარჯულმა მხოლოდ 3 მილიონმა ევრომ ნათლად აჩვენა, თუ როგორია ამ გუნდის მიდგომა. თუმცა, ამ ზაფხულს საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მიუდგება კლუბი სატრანსფერო ბაზარს, ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საჭირო შემადგენლობის შესაქმნელად.

 ელვერსბერგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სექსი, სკანდალები და ღალატი: რომარიო - ფეხბურთელი, რომელიც პელესაც კი დაუპირისპირდა
სექსი, სკანდალები და ღალატი: რომარიო - ფეხბურთელი, რომელიც პელესაც კი დაუპირისპირდა