გეორგე ჰაჯი
Aa
Aa

„უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლიათ“ | გეორგე ჰაჯიმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაზე ილაპარაკა.

შეკითხვა: „მინდა, პირველ თამაშზე გკითხოთ, რომელსაც საქართველოსთან გამართავთ. რას გრძნობთ ახლა, რა ემოციები გაქვთ ამ მატჩის წინ, როცა ეროვნულ ნაკრებს უბრუნდებით?“

„პირველ რიგში, ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც საქართველოს, ისე უელსის ნაკრების თამაში მაქსიმალურად კარგად გავაანალიზოთ. საქართველო ბურთით ძალიან კარგი გუნდია — თუ თამაშის საშუალებას მისცემ, უამრავ პრობლემას შეგიქმნის.

ამიტომ, აგრესიულები უნდა ვიყოთ, დაცვაში კარგად ვითამაშოთ და ბურთი მათზე მეტხანს გავაკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტემპსა და ინტენსივობის დონეს ისინი განსაზღვრავენ და მატჩის ბედიც სწორედ აქ გადაწყდება.

მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთის თამაში კარგად იციან. ძველი რუსეთის (სსრკ-ს გულისხმობს) ნაწილი იყვნენ და ძალიან კარგ, ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობენ, ბურთითაც ძლიერები არიან. სივრცე და დრო არ უნდა მივცეთ, აუცილებელია ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ და ვეცადოთ, ბურთი ჩვენ გვქონდეს და თამაში ჩვენ გავაკონტროლოთ, თორემ თუ ეს საპირისპიროდ მოხდა, უბურთოდ ძალიან ბევრი სირბილი მოგვიწევს“.

ცნობისთვის, ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება შემადგენლობას, ჰაჯიმ აღნიშნა, რომ მოახლოებული თამაშებისთვის 33 ფეხბურთელს გამოიძახებს და საქართველოსთან ერთი გუნდი ითამაშებს, უელსთან — მეორე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი