უარი ატლეტიკოს - ალვარესს ბარსელონაში თამაში სურს
„ბარსელონამ“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის მუშაობა უკვე დაიწყო. კლუბი ფეარ პლეის 1:1 წესის დაფიქსირებასთან ერთ ნაბიჯშია, რაც კატალონიელებს სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარი საზრუნავი ტოპ კლასის 9 ნომრის შეძენაა. კლუბის სამიზნეთა სიაში ხულიან ალვარესი, ჰარი კეინი, ჟოაო პედრო და ვიქტორ ოსიმენი არიან. N1 და პრიორიტეტული კი არგენტინელი ცხრიანი გახლავთ.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ალვარესმა „ატლეტიკოს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მას კლუბის შეცვლა სურს და მიუხედავად პსჟ-ს ინტერესისა, ასევე ინგლისური გრანდებიდან შემოთავაზებების არსებობისა, მისთვის პრიორიტეტს „ბარსელონაში“ გადასვლა წარმოადგენს. მადრიდული კლუბი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ისინი საუბარს 100 მილიონი ევროდან დაიწყებენ. ამაზე ნაკლები ოდენობის წინადადებას უბრალოდ არ განიხილავენ.
View this post on Instagram
ასევე ვრცელდება Marca-ს ინფრომაციაც, რომ ალვარესისთვის დიეგო სიმეონესთან მუშაობა უკვე არაკომფორტულია და გუნდის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს ფაქტორიც არის.
???? ????????????????????????????????: Julian Alvárez wants to LEAVE Atlético Madrid, he does NOT feel comfortable with Diego Simeone!
— The Touchline | ???? (@TouchlineX) May 24, 2026
— @marca pic.twitter.com/6GUq95ydFN
Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსა“ ალვარესზე ზეწოლის მოხდენას გეგმავს. კლუბს სურს, რომ ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, რადგან ფეხბურთელის ღია სურვილი ასეთ შემთხვევებში ტრანსფერს მეტწილად ამარტივებს. ამ მიზნით, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები, სპორტული დირექტორის დეკუს ხელმძღვანელობით ლონდონში გაფრინდნენ და ჟოაო პედროს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუ, ალვარესი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, შესაძლოა თავისი ოცნების კლუბში თამაშის საშუალება ხელიდან გაუშვას.
კატალონიელთა გეგმა ასეთია: თუ ალვარესი „ატლეტიკოს“ ეტყვის, რომ მხოლოდ „ბარსაში“ თამაში სურს, ეს მათ აიძულებს მის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ. ამ სცენარში „ბარსელონა“ შეეცდება ფასის დაწევას გარიგებაში ფერან ტორესის ჩართვით, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, სურს თუ არა ტორესს წასვლა, ან თუ არ გაახანგრძლივებს, ურჩევნია თუ არა 2027 წლის ზაფხულში გუნდიდან უფასოდ წავიდეს. და თუ „ატლეტიკო“ გარიგებაში ფერანის ჩართვას არ დათანხმდება, გასარკვევი იქნება, ჯდება თუ არა მათი მოთხოვნა „ბარსას“ გეგმებში და მზად იქნება თუ არა კატალონიური კლუბი ამ მსხვერპლზე წასასვლელად. მაგრამ სანამ ეს მოხდება, „ბარსას“ სურს, რომ ამ სამშაბათს ლონდონში ჟოაო პედროს ტრანსფერთან დაკავშირებით წინსვლას მიაღწიოს. ყველაფერი ჯერ კიდევ ღიაა და ცხელი სატრანსფერო ზაფხული მხოლოდ ახლა იწყება.