კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯო როგანი
Aa
Aa

„ხაბიბისნაირ წასვლას ყველა სპორტსმენს ვუსურვებ“ - როგანმა მაკგრეგორზეც ისაუბრა

ჯო როგანის მოსაზრებები შერეულ ორთაბრძოლებთან დაკავშირებით მუდამ საინტერესო და კარგი მოსასმენია. UFC-ის 58 წლის კომენტატორი საკუთარ პოდკასტში მუდამ ცდილობს აქტუალურ თემებზე ისაუბროს და თითოეული გულშემატკივრის მიერ გაგზავნილ შეკითხვას ამომწურავად უპასუხოს. ამჯერად როგანმა ყოფილ მეტოქეებზე, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორზე ილაპარაკა, რომელიც თვენახევარში ოქტაგონს დაუბრუნდება.

ჯო როგანი

მომწონს როდესაც სპორტსმენები აქტიური სპორტიდან ისე მიდიან, როგორც ეს ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა. ისეთ მოწინააღმდეგეებთან ჰქონდა მას უპირატესობა, როგორებთანაც საერთოდ არავის ექნებოდა და თანაც, ამ ყველაფერს გიჟური გზით აკეთებდა. მახსოვს ხაბიბისა და ედსონ ბარბოსას ბრძოლის დაწყებამდე ამ უკანასკნელის მზერა, რომელიც ათასი იარდიდან იყურებოდა და ალბათ ფიქრობდა: „ღმერთო ჩემო, ამასთან ჩემი დომინაცია უბრალოდ გამორიცხულია“.

რაც შეეხება მაკგრეგორს, კონორის დაბრუნების გამო გულშემატკივრების სიხარულისგან ჭკუიდან არიან შეშლილნი, რადგან მას საოცარი ეგო აქვს. ჰოლოუეი მაკგრეგორზე ბევრად ახალგაზრდა ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა უკანასკნელი ხუთი წელი კონორისგან განსხვავებით ის ბრძოლებს ატარებდა და მუდამ უმაღლესი კლასის მეტოქეები ჰყავდა. მოიპოვა BMF-ის ქამარი, აჯობა დასტინ პორიეს - ეს კი ბევრ რამეს ნიშნავს. თანაც, ისინი ხომ ქვესაშუალო წონაში იჩხუბებენ და მაქსს პრაქტიკულად წონის დაკლება არც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის ფარგლებში გასამართი UFC-ის მთავარი ორთაბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სრული ტყუილია“ | ხაბიბ ნურმაგომედოვი დენა უაითის განცხადებას გამოეხმაურა
„სრული ტყუილია“ | ხაბიბ ნურმაგომედოვი დენა უაითის განცხადებას გამოეხმაურა