„ყველაზე ხშირად ამაზე ვფიქრობ“ - პორიეს პროგნოზი კონორი-მაქსის ჩხუბზე
ივლისის თვეს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან - მიზეზი მარტივია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება და მისი მეტოქე ქვესაშუალო წონაში მაქს ჰოლოუეი იქნება. ყოფილი მეტოქეების ამჟამინდელი ფორმა საინტერესოდ შეაფასა დასტინ პორიემ, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ სატელევიზიო ექსპერტად დაიწყო მუშაობა და მისი ანალიზი ტრადიციულად საინტერესო და ყოვლისმომცველია.
დასტინ პორიე
მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ტრავმიანი პერიოდისა, კონორი ძალას ინარჩუნებს. ბუნებრივია, არსებობს სხვა ფაქტორებიც, ყველაზე მეტად მაკგრეგორის ფიზიკური მზაობაა საფიქრებელი, მაგრამ მისი ძალა არსად გამქრალა. ჰოლოუეიზე ზეწოლის მოხდენა ოლივეირამ შეძლო, რამაც ძალიან გამაკვირვა. ვფიქრობ, კონორი მაქსთან 25 წუთი კიკბოქსინგით იქნება დაკავებული.
როდესაც რამდენიმე თვის წინ ჰოლოუეის დავუპირისპირდი, მას ძლიერი დარტყმა ჰქონდა და ვფიქრობ ქვესაშუალო წონაში ამ მხრივ კიდევ უფრო მოუმატებს. თუმცა, მე ყველაზე მეტად სხვა რამ მაფიქრებს - უკანასკნელ სამ ბრძოლაში მაქსი იმდენჯერ ჩავარდა ნოკდაუნში, რამდენჯერაც მთელი კარიერა არ ჩავარდნილა. ის ჯერ ჯასტინ გეიჯიმ, შემდეგ კი ილია თოფურიამ შეაბარბაცა, ერთი კარგი დარტყმა კი მეც გავუტარე.
ცნობისათვის, კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოუეი აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და 2013 წლის აგვისტოში გამართულ 3-რაუნდიან ბრძოლაში ირლანდიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.