ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურიას აზრით - UFC-ის ისტორიაში TOP 4 მებრძოლი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, ილია თოფურიამ, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ორგანიზაციის ისტორიაში TOP 5 მებრძოლის სია მისი აზრით.

„ყველა დროის უდიდესები არიან: ჯონ ჯონსი, ჯორჯ სენ-პიერი, კონორ მაკგრეგორი და ანდერსონ სილვა. ეს მარტივია“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ DeepCut-თან ინტერვიუში.

ილიას მიერ დასახელებული სიიდან ორგანიზაციის მოქმედი მებრძოლები ჯონ ჯონსი და კონორ მაკგრეგორი არიან, თუმცა ლიგაში ამერიკელის სამომავლო პერსპექტივები უცნობი რჩება. ირლანდიელი კი 11 ივლისს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონს დაუბრუნდება და ლას-ვეგასში UFC 329-ის მთავარ მოვლენაში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

ილია თოფურია თავის მომდევნო ბრძოლას 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ სადღესასწაულო ტურნირზე გამართავს, რომლის მთავარ მოვლენაშიც მსუბუქ წონაში დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები