მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანთან ჩხუბზე ჯერ არაფერი უთქვამთ, როგორც ჩანს პიოტრი არ ჩქარობს“ | დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Fighting-ს ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციისგან, პიოტრ იანთან ჩხუბის თაობაზე, ახალი ინფორმაცია არ მიუღია.

„მისგან არაფერი მსმენია. ჯერ ჩხუბი არ უნდა და არ ვიცი, კონკრეტულად რა სიტუაციაა. ყველამ ვნახეთ მისი ინტერვიუ, თქვა, რომ ივნისში მზად იყო „თეთრ სახლში“ ებრძოლა, თუმცა ივლისის ქარდი უკვე გამოაცხადეს, მალე აგვისტოს ქარდსაც გამოაცხადებენ და ორგანიზაციას ჩემთვის არაფერი უთქვამს.

ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ იანს ვხვდები, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როდის. როგორც ჩანს, პიტერი არ ჩქარობს და ფრთხილობს. რას ვიზამთ, ეს ის საქმეა, რომელშიც ვართ და ზოგჯერ მოცდა გიწევს.

როცა ჩემპიონი ვიყავი, შემეძლო UFC-ისთვის მეთქვა: „მინდა აქტიური ვიყო, ჩხუბი მომეცით“ და UFC-იც ბრძოლებს მინიშნავდა. ახლა ჩემპიონი აღარ ვარ და იძულებული ვარ, მეტოქეს ველოდო. ეს სპორტია. ასეთია სიტუაცია და მესმის. როცა მექნება შესაძლებლობა, რომ უფრო ხშირად ვიჩხუბო, ისევ ისე მოვიქცევი. მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, მას უნდა დაველოდო“.

შეგახსენებთ, რომ იანმა და დვალიშვილმა 2025 წლის დეკემბერში იჩხუბეს, რის შემდეგაც რუსმა მებრძოლმა წელის ოპერაცია ჩაიტარა. იანი ზაფხულისთვის მზად უნდა ყოფილიყო და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დამატება საუკეთესო ნაბიჯი იქნება“ - მორგანმა არსენალს ურჩია
„კვარას დამატება საუკეთესო ნაბიჯი იქნება“ - მორგანმა არსენალს ურჩია