სიაში რეალის ერთი ფეხბურთელიც არაა | ესპანეთის სამუნდიალო განაცხადი ცნობილია
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა. ისტორიაში პირველად ესპანეთის ეროვნული ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მადრიდის რეალის ერთი ფეხბურთელიც არაა.
სამუნდიალო განაცხადში „სამეფო კლუბის'' ფეხბურთელები დინ ჰაუსენი და ალვარო კარერასი ვერ მოხვდნენ. მათ მსგავსად მსოფლიოს ჩემპიონატს დანი კარვახალი გამოტოვებს, რომელმაც მადრიდულ გრანდში ბოლო სეზონი ჩაატარა.
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსელონა)
მცველები: კუკურელია (ჩელსი), გრიმალდო (ლევერკუზენი), კუბარსი (ბარსელონა), ლაპორტი (ბილბაო) პუბილი (ატლეტიკო), ერიკ გარსია (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პორო (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: პედრი (ბარსელონა), ფაბიან რუიზი (პსჟ), სუბიმენდი (არსენალი), გავი (ბარსელონა), როდრი (მან. სიტი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), მერინო (არსენალი)
თავდამსხმელები: ოიარსაბალი (სოსიედადი), ოლმო (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), ლამინ იამალი (ბარსელონა)
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე H ჯგუფში „ფურია როხას’’ მეტოქეები კაბო ვერდე (15 ივნისი), საუდის არაბეთი (21 ივნისი) და ურუგვაი (26 ივნისი) არიან.