ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისისა და კონტეს უთანხმოება პრესკონფერენციაზე | „ტრავმები რომ არა...“

ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა. იტალიელი სპეციალისტი „პარტენოპეის“ ტოვებს და „უდინეზესთან“ 1:0 მოგებული თამაშის შემდეგ მან და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართეს.

კონტემ და დე ლაურენტისმა ბევრ თემაზე ისაუბრეს და ერთ-ერთ საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ.

დე ლაურენტისი: „ტრავმები რომ არა, მარტივად შეგვეძლო ჩემპიონები კიდევ ერთხელ გავმხდარიყავით“.

კონტე: „არავითარ შემთხვევაში!“

დე ლაურენტისი: „კარგი რა, გეუბნები, რომ ასეა!“

კონტე: „კატეგორიულად არ გეთანხმები. „ინტერი“ პატივისცემას იმსახურებს. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მიმდინარე სეზონში კი უკეთ გამოიყურებოდნენ. დამსახურებულად მოიგეს“.

დე ლაურენტისი: „„ინტერი“ იმდენად მაგარი გუნდია, მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე უფრო ცუდად ითამაშეს, ვიდრე შარშან“.

კონტე: „ნუ, ჩვენზე უკეთ გამოვიდნენ. ჩვენზე შორს გავიდნენ“.

დე ლაურენტისი: „კი, მაგრამ ეს სხვა რამაა“.

კონტე: „ვწუხვარ, მაგრამ ასეთ რაღაცებზე ჩაბღაუჭება არ მიყვარს. სხვების წარმატება უნდა ვაღიაროთ და პატივისცემა გამოვიჩინოთ. თუ პატივისცემა გვინდა, ჩვენც უნდა ვცეთ სხვებს პატივი. „ინტერმა“ ჩემპიონობა დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, იყო ტრავმები თუ არა“.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ 76 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და „ინტერს“ 11 ქულით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი - ვილიარეალმა ატლეტიკო გაანადგურა
მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი - ვილიარეალმა ატლეტიკო გაანადგურა