კიდევ ერთი მეკარე ლივერპულის რადარზე - წითლები ცოლაკისს აკვირდებიან
„ლივერპული“ „ჰალ სიტის“ მეკარეს, კონსტანტინოს ცოლაკისს აკვირდება. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი და The Sun-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება.
„ალისონ ბეკერის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, გიორგი მამარდაშვილმა კი „წითლების“ ხელმძღვანელობა ვერ დაარწმუნა.
ცოლაკისთან დაკავშირებით ზაფხულში „ჰალს“ რამდენიმე კლუბი მიმართავს, თუმცა „ვეფხვები“ ბერძენი მეკარის შენარჩუნებას გეგმავენ“, - წერს ეკრემ კონური.
ცოლაკისი 23 წლისაა, „ოლიმპიაკოსის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 17 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე წლის ზაფხულში „ჰალ სიტიმ“ ის 20 მილიონ გირვანქად იყიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. საბერძნეთის ნაკრებში ცოლაკისს 13 მატჩი აქვს ჩატარებული.