ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს | ლუკა გაგნიძემ დინამო დატოვა

მოსკოვის „დინამომ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ლუკა გაგნიძის გაშვება დაადასტურა. მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და გაგნიძე თავისუფალი აგენტი გახდა.

„ლუკა გაგნიძე დინამოს ტოვებს. კლუბი და ქართველი ნახევარმცველი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ლუკას ჩვენს კლუბში გატარებული დროის გამო მადლობას ვუხდით და მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

გაგნიძემ გასულ სეზონი „გრანადაში“ გაატარა და ესპანურ კლუბში იჯარის წესით ასპარეზობდა. „გრანადამ“ მისი ხელშეკრულება არ გამოისყიდა და ქართველი ფეხბურთელი „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა და მეორე გუნდშიც გადაიყვანეს.

გაგნიძე 23 წლის ფეხბურთელია და „დინამოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ჯერჯერობით მისი მომდევნო კლუბის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გამო საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ | ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ისაუბრა
კვარას გამო საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ | ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ისაუბრა