ილია თოფურია, რაიან გარსია
Aa
Aa

„შეგვიძლია ვიჩხუბოთ“ | თოფურიასა და გარსიას დაპირისპირება გრძელდება

ილია თოფურიასა და რაიან გარსიას სიტყვების ომი გრძელდება. ამერიკელი მოკრივე „ელ მატადორის“ ბოლო პოსტს გამოეხმაურა, რაც UFC-ის ქართველ ჩემპიონს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„MMA-ის მებრძოლები ისედაც სტეროიდების მოხმარებით არ ხართ ცნობილები? ასე რომ, მოკეტე. ახლა ხმა ამოიღე და ლაპარაკს არ წყვეტ, სექტემბერში ჩემი ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია ვიჩხუბოთ და მიწასთან გაგასწორებ“, — აღნიშნა გარსიამ.

„დოპინგზე ჩავარდი და მაინც იმაზე ლაპარაკობ, ხალხს მიწასთან როგორ გაასწორებ. ეგ თავდაჯერებულობა ხელოვნურია. სამყარომ უკვე დაინახა, თუ რა დაგჭირდა მოსაგებად“, — უპასუხა თოფურიამ.

ცნობისთვის, გარსიას კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული, 25 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. 2024 წელს, მან დევინ ჰეინი დაამარცხა, მაგრამ სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ტიტული ჩამოართვეს. 2026 წლის თებერვალში მან WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონობა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაის დალევის თავიც არ გექნება“ | რაიან გარსიამ ილია თოფურიას უპასუხა
„ჩაის დალევის თავიც არ გექნება“ | რაიან გარსიამ ილია თოფურიას უპასუხა