29-წლიანი პაუზის შემდეგ - ვოლფსბურგი ბუნდესლიგას დაემშვიდობა
Aa
Aa

29-წლიანი პაუზის შემდეგ - ვოლფსბურგი ბუნდესლიგას დაემშვიდობა

გერმანული ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური კლუბი „ვოლფსბურგი“ 29-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგას დაემშვიდობა. „ფოლკსვაგენ არენაზე“ ნათამაშები ნულოვანი ყაიმის შემდეგ, დღეს საპასუხო შეხვედრაში დიტერ ჰეკინგის მომზადებული მგლები სტუმრად „პადერბორნთან“ 1:2 დამარცხდნენ და გულშემატკივრებს იმედები საშინლად გაუცრუეს.

სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-3 წუთზე ისინი ძენან პეიჩინოვიჩმა დააწინაურა, თუმცა პირველივე ტაიმში წონასწორობა ფილიპ ბილბიამ აღადგინა. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ოვერტაიმში, მე-100 წუთზე გამარჯვების გოლი ლაურინ კურდამ გაიტანა, რის შემდეგაც „პადერბორნი“ ელიტაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ცნობისათვის, „ვოლფსბურგი“ მეორე ბუნდესლიგიდან უმაღლესში 1997 წელს ამოვიდა და მას შემდეგ 29 წლის განმავლობაში ელიტაში ადგილს უპრობლემოდ ინარჩუნებდა. მეტსაც გეტყვით, 2009 წელს „მგლები“ ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2015 წელს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სავარჯიშოდ 30 ფეხბურთელი მიჰყავდა და უკან 15 ბრუნდებოდა“ - ყენია მაგათის მეთოდებს იხსენებს
„სავარჯიშოდ 30 ფეხბურთელი მიჰყავდა და უკან 15 ბრუნდებოდა“ - ყენია მაგათის მეთოდებს იხსენებს