ევროლიგა ოლიმპიაკოსმა მოიგო - ბერძნების მეოთხე ტიტული
Aa
Aa

ევროლიგა ოლიმპიაკოსმა მოიგო - ბერძნების მეოთხე ტიტული

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით დასრულდა. ათენში გამართული ევროლიგის ოთხთა ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში პირეოსის კლუბმა მადრიდის „რეალი“ 7-ქულიანი სხვაობით, 92:85 დაამარცხა და ეს ტურნირი 13-წლიანი პაუზის შემდეგ არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სამეფო კლუბის კანადელი ლეგიონერი ტრეი ლაილსი გახდა, რომელმაც 31 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, პირეოსელთა მხრიდან საუკეთესო ფრანგი ევან ფურნიე იყო, რომლის ანგარიშზეც 27 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა.

ცნობისათვის, ევროლიგის ფინალის საგზური „ოლიმპიაკოსმა“ ნახევარფინალში „ფენერბახჩეს“ (79:61) ძლევით მოიპოვა, ხოლო მადრიდის „რეალმა“ „ვალენსიას“ (105:90) აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოკლაჰომა სერიაში დაწინაურდა - გილჯეს-ალექსანდერის ორმაგი დუბლი
ოკლაჰომა სერიაში დაწინაურდა - გილჯეს-ალექსანდერის ორმაგი დუბლი