„ტოპპერიას დააძინებს“ | ჯეიკ პოლის კომენტარი ილიასა და რაიან გარსიას დაპირისპირებაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია და WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, რაიან გარსია სოციალურ ქსელებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ გარსია კრივში მისთვის ხელსაყრელი მეტოქეა და დაძაბულობა სწორედ ამას მოჰყვა.
ამერიკელი მოკრივის მიხედვით, თოფურიას მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. გარსიას პოზიციას ჯეიკ პოლიც იზიარებს. ცნობილმა იუთუბერმა, რომელმაც მოკრივის კარიერა დაიწყო და მაიკ ტაისონისა და ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ იჩხუბა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
პოლმა ილიას დასცინა და მისი გვარი განზრახ არასწორად დაწერა: „რაიანი ტოპპერიას პირველ ან მეორე რაუნდში დააძინებს“.
Ryan would sleep topperia in 1-2 rounds https://t.co/JvDCdOX8sX
— Jake Paul (@jakepaul) May 21, 2026
შეგახსენებთ, რომ როდესაც თოფურია ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის სტუმარი იყო, პოლს ძალიან ცუდი მოკრივე უწოდა. ამის შემდეგ ჯეიკმა როსს დაურეკა და ილიას გაესაუბრა. მან „ელ მატადორი“ სასპარინგოდ გამოიწვია, თოფურიამ კი აღნიშნა, რომ პოლი მასთან უშანსოდაა.